Monday, April 22, 2013

საფეხბურთო კლუბი რეალ მადრიდი („მადრიდის სამეფო კლუბი“) — პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ესპანეთის ქალაქ მადრიდიდან. „რეალი“ არის ყველაზე წარმატებული კლუბი ესპანეთში და ფიფა-ს მიერ დასახელებულ იქნა მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად. კლუბს მოგებული აქვსლა ლიგის სარეკორდო 31 ტიტული; ესპანეთის თასის 17 ტიტული; ესპანეთის სუპერთასის 8 ტიტული; უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სარეკორდო 9 ტიტული;უეფა-ს თასის 2 ტიტული; უეფა-ს სუპერთასის 1 ტიტული და საერთაშორისო თასის 3 ტიტული. „რეალი“ იყო ფიფა-ს და ახლა გაუქმებულ G-14-ის დამაარსებელი. სიტყვა „რეალი“ ესპანურად „სამეფოს“ ნიშნავს და კლუბს იგიალფონსო XIII-მ მისცა 1920 წელს ემბლემაზე გამოსახულ გვირგვინთან ერთად. ეს გვირგვინი სხვა ესპანურ კლუბებსაც მიუღიათ („რეალ სოსიედადი“„რეალ უნიონი“„რეალ ბეტისი“ და „რეალ სარაგოსა“).
„რეალი“ 1902 წელს დაარსდა და ლა ლიგიდან - ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან - არასდროს გავარდნილა. 1950-იანებში კლუბმა თავი ევროპულ და ესპანურ ფეხბურთში მთავარ ძალად დაიმკვიდრა.

No comments:

Post a Comment